2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ვებინარების სერია
ვებინარი N1
თამთა მარგველაშვილი - „ევროკავშირთან მიერთების პროცესის გადატვირთვა: ციფრულ პლატფორმებთან დაკავშირებული კონკურენციის სამართლის აღსრულების ტენდენციები აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტში“
2024 წლის 30 ოქტომბერი, 18:00-19:30 (ონლაინ რეჟიმში)
მოწვეული ექსპერტის შესახებ: თამთა მარგველაშვილი - იურიდიული კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ კონკურენციის, კაპიტალისა და ფინანსური ბაზრების მიმართულების დირექტორი; ბელგიის ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (KU Leuven) სამართლის მაგისტრი (LL.M) საერთაშორისო და ევროპული ბიზნეს სამართლის მიმართულებით. თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი კონკურენციის სამართალში. მისი სადოქტორო კვლევა ფოკუსირებულია ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში კონკურენციის კანონის აღსრულების მექანიზმებზე, შედარებით კონტექსტში (ევროკავშირის კანონმდებლობასთან).
ვებინარის შესახებ:
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირთან მიერთების პროცესი ამ ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაზაა. ხსენებული ფაზის საფუძველია ასოცირების შეთანხმებები, რომლებმაც შესაძლებელი გახადა რეგიონში კონკურენციის ძლიერი კანონების ფორმირება. თუმცა, ციფრული ვაჭრობის ხანაში „ტრადიციული“ კონკურენციის კანონმდებლობა შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს. შედეგად, გამოიკვეთა ორი საჭირბოროტო საკითხი:
ვებინარი ეძღვნება ამ საკითხების განხილვას. ის ეფუძნება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის არსებული კონკურენციის ჩარჩოს დებულებების ანალიზს (ყურადღება გამახვილდება საქართველოზე). |
To attend the webinar, please klick on the link below: |